ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 4 აპრილი, 1938 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი (დ. 4 აპრილი, 1938) — ქართველი ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“. სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973–1984), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984–1986), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986–1996) და პირველი მოადგილე (1996–2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996–2004) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან). სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1998), ღირსების ორდენის და სოკ-ის ორდენის კავალერი.
1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ქართული სპორტის სტატისტიკა
- დაბადებული 4 აპრილი
- დაბადებული 1938
- ქართველი ხელბურთელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1998)
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1963)