იგორ ნარმანია
| იგორ ნარმანია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1947 |
| დაბადების ადგილი | ილორი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 2010 (62 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სენაკი, საქართველო |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი |
| ეროვნება | ქართველი |
| პარტია | მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო |
| შვილ(ებ)ი | ბესიკი,[1] ეკატერინე |
იგორ ნარმანია (დ. 25 მარტი, 1947, სოფ. ილორი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 4 იანვარი, 2010, სენაკი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო) და პოლიტიკური მოღვაწე. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი (1974). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–1991).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1947 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.[1]
დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1970 წლიდან იყო აღნიშნული ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი.
უმაღლესი განათლება მიიღო დნეპროპეტროვსკში, შემდეგ — სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მოღვაწეობდა თბილისის სპორტული დაოსტატების სკოლაში.[2]
1987 წლის 31 იანვარს ხობის რაიონის სოფლებში საგვიჩიოსა და ჭალადიდში (ახლანდ. საბაჟო) მომხდარი წყალდიდობის დროს გადაარჩინა ათობით ადამიანი. 1989 წლიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. იყო სენაკში პოლიტიკური მოძრაობა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე. იყო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რწმუნებული დასავლეთ საქართველოში.[2]
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში.[2]
1991 წლის დეკემბრიდან იდევნებოდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. „მხედრიონმა“ არაერთხელ დაარბია და გაძარცვა მისი ოჯახი.[2]
ჰყავს 2 შვილი და შვილიშვილი, იგორ ნარმანია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ საქმეთა მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 ბესიკ ნარმანიას დეკლარაცია. declaration.gov.ge (27 აპრილი, 2009). ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.[მკვდარი ბმული]
- 1 2 3 4 „საქართველოს რესპუბლიკა“ : გაზ., 2010, № 4 (6370), გვ. 11.
- ↑ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი წარადგინა. ციტირების თარიღი: 2025-08-09
- ↑ Webviz.eu Georgij Alanija. (2023-11-29) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი. https://www.facebook.com/Timergenews. ციტირების თარიღი: 2025-08-09