გიორგი არსენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არსენიშვილი.
გიორგი (გია) არსენიშვილი
გიორგი არსენიშვილი.jpg
გიორგი არსენიშვილის ფოტოსურათი
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1942
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 2010 (68 წლის)
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
პროფესია პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ჯილდოები Presidential Order of Excellence (Georgia).jpeg ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გიორგი (გია) არსენიშვილი (დ. 5 იანვარი, 1942 — გ. 17 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1969–1971 წლებში მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1971–1977 წლებში იყო თსუ მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი. 1973–1974 წელს, გერმანიის მკვლევართა საზოგადოების მიწვევით, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 1977–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი.

1981–1997 წლებში გია არსენიშვილმა დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე.

1995–2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთის მხარეში, ხოლო 2000–2001 წლებში – საქართველოს სახელმწიფო მინისტრად.

2001–დან 2004 წლამდე წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიასა და ჩეხეთში.

2004–2006 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 2006–2007 წლებში კი საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

2008 წლის ივნისიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი არსენიშვილი იყო 54 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის და კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]