გურამ კანკავა
იერსახე
გურამ კანკავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1928 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | ნოემბერი, 1992 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
გურამ კანკავა (დ. 10 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. ნოემბერი, 1992, იქვე[1]) — ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, პოლიტიკოსი.
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს 1955 წლიდან. 1953-1959 წლებში იყო საქართველოს განათლების მუზეუმის მუშაკი, გაზეთ „ზარია ვოსტოკას“, გამომცემლობა „საქმედგამის“ რედაქტორი. 1959 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურამ კანკავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ კანკავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 518.