დავით აბაშიძე (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1960 (1960-04-17) (64 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

დავით აბაშიძე (დ. 17 აპრილი, 1960, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

1982 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]