ირაკლი მასხარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირაკლი მასხარაშვილი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1938 (1938-06-28) (85 წლის)
დაბადების ადგილი ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ირაკლი მასხარაშვილი (დ. 28 ივნისი, 1938, ბორჯომი) — ქართველი არქიტექტორი, პოლიტიკოსი.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1970-1980 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ძირითადი ნამუშევრები: რეალიზებული - ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობა თბილისში (1975), ბავშვთა ქალაქი „მზიური“თბილისში (გენგეგმა) და პირველი რიგის მშნებლობა (1982). პროექტები: სასცენო ხელოვნების სკოლა თბილისში (1965), საკურორტო კომპლექსი „ოქროს საწმისი“ კოდორის შესართავთან (1970), ბათუმის ცენტრისა და ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქცია (1976) და სხვ. მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პრემიები შესრულებული სამუშაოებისთვის: წამახალისებელი პრემია - დიდების მემორიალი გმირთა მოედანზე (1962, თბილისი), პრემია — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი (1989, თბილისი), I ხარისხის პრემია — წმინდა სამების ტაძარი (1996, ფოთი), II ხარისხის პრემია — რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია (1998, თბილისი), საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]