მელს ბდოიანი
მელს ბდოიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1947 |
დაბადების ადგილი | ნინოწმინდა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | სომეხი |
მელს ბდოიანი (დ. 25 აპრილი, 1947, ნინოწმინდა) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
1971 წელს დაამთავრა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერევნის სპეციალური სკოლა და სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს როსტოვის მილიციის სკოლა. 1973-1989 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სხვადასხვა დროს იყო ნინოწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, სახალხო დეპუტატთა ნინოწმინდის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, ნინოწმინდის რაიონის გამგებელი; იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბოგდანოვკის საარჩევნო ოლქიდან, თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართწესრიგის კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია I, II, III ხარისხის მედლებით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და „ხანძრის დროს თავდადებისთვის“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელს ბდოიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მელს ბდოიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- მელს ბდოიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი ( IV მოწვევა)
|