თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი (დ. 21 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2019 წლის 19 სექტემბრიდან ასევე ვიცე-პრემიერი[1]). 2020-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 2021 წლის 19 მარტიდან (ოფიციალურად 22 მარტიდან) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან (ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი).[3]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.
2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.[4]
2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[5]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბიოგრაფია — საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაარქივებული 2014-08-04 საიტზე Wayback Machine.
- თეა წულუკიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეა წულუკიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- თეა წულუკიანის შეხვედრა ფრანგული მედიის წარმომადგენლებთან (11.12.2012)
- თეა წულუკიანის შეხვედრა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან (14.03.2013)
- washingtonpost.com (11.12.2012)
- იუსტიციის მინისტრის ინტერვიუ სააგენტო „New Europe“-თვის (20.09.2013) დაარქივებული 22.01.2014, საიტზე Wayback Machine.
- BBC (29.10.2013)
- « Visa liberalisation is what will bring us closer to the EU » (17.10.2014)
- "უკრინფორმი": Министр юстиции Грузии Тея Цулукиани в интервью Укринформу рассказала о реформах и о том, почему нету дружбы между Москвой и Тбилиси (28.05.2015)[მკვდარი ბმული]
- Tea Tsulukiani: EEU doesn’t hinder Armenia-Georgia friendship (24.06. 2015)
- Tea Tsulukiani: Changing Georgia in a Changing Europe დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Discourse: ‘Our philosophy is to have a good system’
- Why Georgia prioritises co-creation of public services
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №365 თეა წულუკიანისათვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
- ↑ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. საქართველოს მთავრობა (2021-19-03). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2021.
- ↑ „ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დანიშნა“. Civil.ge. 12 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს“. imedinews.ge. 2020-09-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ზურაბ ადეიშვილი |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 – 2020 |
შემდეგი: გოჩა ლორთქიფანიძე |
წინამორბედი: – |
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი 2021 – |
შემდეგი: – |
|
|
|
|
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მაისი 2023
- დაბადებული 21 იანვარი
- დაბადებული 1975
- საქართველოს იუსტიციის მინისტრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისში დაბადებულები
- წულუკიანები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები
- „ქართული ოცნების“ წევრები