ვიქტორ დომუხოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ დომუხოვსკი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1948
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
გარდაცვალების თარიღი 24 მაისი, 2013 (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა, პოლონეთის დროშა პოლონეთი
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი

ვიქტორ დომუხოვსკი (დ. 4 თებერვალი, 1948, ქუთაისი, სსსრ — გ. 24 მაისი, 2013, ვარშავა, პოლონეთი) — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.

ვიქტორ დომუხოვსკი დაიბადა 1948 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი . 1973 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აგრეთვე საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის გამგეობისა და დარბაზის წევრი. 1990 წელს ვიქტორ დომუხოვსკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. იყო საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირის, იურიდიული კომისიის წევრი, პატიმართა უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარე; 1990 წელს უზენაესმა საბჭომ თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმის საგამოძიებო საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დომუხოვსკის შევარდნაძის „პირად პატიმარსაც“ უწოდებდნენ. მოგვიანებით იგი ემიგრაციაში, პოლონეთში წავიდა. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ვიქტორ დომუხოვსკი 65 წლის ასაკში, პოლონეთის დედაქალაქში 2013 წლის 24 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 2 ივნისს, თბილისში დიღმის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“ (სიკვდილის შემდეგ)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]