1979-1982 წლებში მუშაობდა თბილისის „ტრიკოტაჟის“ თეთრეულის საწარმოო გაერთიანება. 1984-1985 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1985-1989 წლებში სწავლობდა როსტოვის რკინიგზის საინჟინრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში. 1989-1995 წლებში იყო კოოპერატივ „ალფას“ თავმჯდომარე. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1995-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ბენზინგასამართ კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.