პავლე კუბლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პავლე კუბლაშვილი
დაბ. თარიღი 31 იანვარი, 1976 (1976-01-31) (43 წლის)
დაბ. ადგილი ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ტყიბულის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

პავლე „პალიკო“ კუბლაშვილი (დ. 31 იანვარი, 1976, ტყიბული) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის (2005, 2008, 2012) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997-2000 წლებში პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში. 2000 წელს მუშაობდა საქართველოს საგადასახადო სამინისტროში. 2000-2001 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2001-2004 წლებში მუშაობდა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში. 2004 წელს მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. იმავე წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო 2005 წელს - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2005 წელს შუალედური არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი ტყიბულის ოლქიდან. კუბლაშვილი ტყიბულის მაჟორიტარი გახდა 2008 წლის არჩევნებზეც. 2012 წლის არჩევნებზე კუბლაშვილი კვლავ იყრიდა კენჭს ტყიბულის ოლქში და ქართული ოცნების კანდიდატ ელისო ჩაფიძესთან დამარცხდა, თუმცა პარლამენტის წევრი მაინც გახდა ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და პროპორციული სისტემით გაიმარჯვა.

2015 წლის 25 მაისს პალიკო კუბლაშვილმა გოგა ხაჩიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და გოგი მელაძესთან ერთად ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუბლაშვილი დაქორწინებულია. მისი ძმა, კონსტანტინე კუბლაშვილი 2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]