რომან რურუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან რურუა
Roman Rurua 1968.jpg
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1942
დაბ. ადგილი მუხურჩა, მარტვილის რაიონი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 165 სმ
წონა 62
სპორტი
ქვეყანა საქართველო და სსრკ
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

რომან რურუა (დ. 25 ნოემბერი, 1942, სოფ. მუხურჩა, მარტვილის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი). მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1966, 1967, 1969, 1970). საბჭოთა კავშირის ხალხთა III, IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 1967, 1971), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1964, 1965, 1970), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-1985) და სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1984—87). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.

1966–1970 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს 4 ჩემპიონატი, ანუ 5 უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიაში. 1967–1973 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი. 1984–1985 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 1983–1986 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საბჭოთა კავშირის ნაკრებს წვრთნიდა. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]