დიმიტრი სამხარაძე
დიმიტრი სამხარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 მაისი, 1981 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
დიმიტრი სამხარაძე (დ. 16 მაისი, 1981, ქუთაისი)[1] — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“ და რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი პერსონალის მართვის სპეციალობით. 2001-2002 წლებში იყო „LTD IVI oy FINLAND“ პროექტმენეჯერი; 2003 წელს 5 „Line production“ რეკორდ მენეჯერი; 2003-2005 წლებში შპს „ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი; 2004-2009 აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი; 2008 წელს „Baltic tank.oy“, ბიზნეს გადამზადება; 2009-2011 წლებში „Vitakan oy“ წარმომადგენელი კავკასიაში; 2012-2015 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში; 2015-2016 წლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
ცნობილია სკანდალური განცხადებებით, სიძულვილის ენის გამოყენებითა და ოპონენტების შეურაცხყოფით.[3] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი სამხარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი სამხარაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: დიმიტრი სამხარაძე. declaration.gov.ge (27 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ „ამდენი ხანია, გიტარებთ“ - ვინ აკრიტიკებს სპორტსმენებს „აგენტების კანონის“ დაგმობის გამო. "radiotavisupleba.ge" (მაისი 03, 2024).
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.
|