ზურაბ ძოწენიძე
იერსახე
| ზურაბ ძოწენიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1937 |
| მოქალაქეობა |
|
| ეროვნება | ქართველი |
ზურაბ ძოწენიძე (დ. 18 აპრილი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1960-1973 წლებში იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1974 წლიდან კათედრის გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).