ლუიზა შაკიაშვილი
იერსახე
ლუიზა შაკიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1942 |
დაბადების ადგილი | კარდანახი, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 1 მარტი, 2012 (69 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | რეჟისორი |
ლუიზა შაკიაშვილი (დ. 13 მარტი, 1942, კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 1 მარტი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი, რეჟისორი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966–1992 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, რეჟისორი. 1983–1985 წლებში პოლიტპატიმარი. 1992–1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მშვიდობა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუიზა შაკიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- ლუიზა შაკიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი