1970 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1970–1973 წლებში თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ინჟინერი, 1973–1975 წლებში აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ალკკ კომიტეტის მდივანი, ჩხოროწყუს ალკკ რაიკომის მეორე მდივანი, პირველი მდივანი (1975–1979), ჩხოროწყუს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1978–1980), ჩხოროწყუს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე (1980–1985), ჩხოროწყუს რაიკომის მეორე მდივანი (1985–1987), 1987-1991 წლებში ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი, 1993-1996 წლებში მოქალაქეთა კავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 1996-1999 წლებში ჩხოროწყუს გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩხოროწყუს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. სარეგლამენტო და პროცედურის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2000–2001), სამანდატო და ეთიკის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (2001–2004), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა–საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2002–2004). 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008–2013 წლებში შპს „ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭო წევრი. გარდაიცვალა 2020 წლის 12 მაისს თბილისში, 72 წლის ასაკში.[წყარო არ არის მითითებული 715 დღე][2]