დემურ ბაშელეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დემურ ბაშელეიშვილი
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1943 (1943-01-06) (78 წლის)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

დემურ ბაშელეიშვილი (დ. 6 იანვარი, 1943, სამტრედია) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. არის სახვითი ხელოვნების პროფესორი.

დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1973-1975 წლებში იყო გაზეთ „მალადიოჟ გრუზიის“ კორესპონდენტი. 1975-1981 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში. 1976-1981 წლებში იყო გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ განყოფილების გამგე. 1981-1987 წლებში ჟურნალ „პარტიული სიტყვის“ განყოფილების გამგე. 1990-2000 წლებში — გაზეთ „პეგასის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1992-2003 წლებში იყო საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი. 1994-1995 წლებში იყო დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის კავკასიის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ (2012-2013) და „ქართული ოცნება-მრეწველების“ (2013-2016) წევრი. არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ — „წლის საუკეთესო მხატვრის“ საპატიო წოდებები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
  • 2000: ღირსების ორდენი
  • 2003: მედალი „მშვიდობიანი კავკასიისთვის“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]