ლევან კობერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან კობერიძე
ლევანკობერიძე.png
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1972 (1972-05-28) (47 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა ექიმი, პოლიტიკოსი

ლევან კობერიძე (დ. 28 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1972 წლის 28 მაისს, თბილისში.[1] 1996 წელს დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2006-2007 წლებში სწავლობდა სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს. 1999-2003 წლებში გაიარა სააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები. 1996-1998 წლებში იყო სარეკლამო კომპანია „აუდიენციის“ კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი. 1998-2000 წლებში — კომპანია „ალიანს კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი. 2000-2007 წლებში — კომპანია „GWS/პენო რიკარის ჯგუფის“ ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი. 2011-2016 წლებში იყო შპს „Brending.ge“-ს დირექტორი. ტელეგადაცემის „რა? სად? როდის?“ ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატი 2016 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]