გიორგი წულაია
გიორგი (გოგი) წულაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 ივნისი, 1963 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი საქართველო |
საქმიანობა |
პოლიტიკოსი ინჟინერი |
გიორგი (გოგი) წულაია (დ. 12 ივნისი, 1963) — ქართველი პოლიტიკოსი და ინჟინერი. საქართველოს მე-3 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1963 წლის 12 ივნისს. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. 1983–1985 წლებში მოიხდა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1985 წელს დაიწყო მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად. 1985–1988 წლებში იყო ამავე ქარხნის ტექნიკოს-კონსტრუქტორი. 1988–1989 წლებში — ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ინჟინერ–კონსტრუქტორი. 1989-1990 წლებში — ქარხის საამწე მეურნეობის ინჟინერი. 1990 წელს იყო ქუთაისის საავტომობილო ქარხანის ინჟინერ–ტექნოლოგი. 1991–1993 — გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე. 1993-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1996–1999 წლებში — ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1999–2000 წლებში — ამავე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, 2000–2001 წლებში კი ძელქვიანის მუნიციოალური განყოფილების უფროსი. 2001–2004 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
2019 წელს იგი იყო ზესტაფონის მერობის კანდიდატი პარტიიდან „თავისუფალი საქართველო“, მან არჩევნებში 1475 ხმა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა.[2]
2020 წლის 16 სექტემბერს მიიღო გულის შეტევა და მოათავსეს საავადმყოფოში.[3]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაქორწინებულია პედაგოგ ინგა ბიბიჩაძეზე. ჰყავთ ორი შვილი: თემური და სალომე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი წულაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი წულაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გიორგი წულაია. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2019.
- ↑ არჩევნების შედეგები ცესკოს ოფიციალურ საიტზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (23 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2019.
- ↑ გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
|