დავით შანშეს ძე დარჩიაშვილი (დ. 16 დეკემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002).
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1990 წელს — ასპირანტურა. 2001 წელს — ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი (გერმანია). 1990–1991 წლებში იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი და გაზეთ „ქართველი ერის“ (ტრადიციონალისტთა კავშირის ორგანო) რედაქტორი. 1991–2004 წლებში იყო თსუ-ის რუსეთის ისტორიის კათედრის მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი (2004–2008). არის სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის (კავკასიური ინსტიტუტი) დირექტორი (1997 წლიდან), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2006 წლიდან).
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა —გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. ავტორი მონოგრაფიისა: „ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, მოქალაქენი“ (2000).