გურამ გეწაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ გეწაძე
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1950 (1950-04-16) (70 წლის)
დაბადების ადგილი მეორე ობჩა, მაიაკოვსკის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გურამ გეწაძე (დ. 16 აპრილი, 1950, სოფ. მეორე ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი.

1973 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1990-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბაღდათის მაჟორიტარი), აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]