მარკ რივკინი
მარკ რივკინი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1941 ქ. არხანგელსკი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 31 მარტი, 2019 (77 წლის) |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
ჯილდოები |
![]() |
მარკ რივკინი (დ. 30 აპრილი, 1941, ქ. არხანგელსკი, ახლანდ. რუსეთის ფედერაცია — გ. 31 მარტი, 2019) — ქართველი ჟურნალისტი. 1990-იან წლებში საქართველოს პირველ არხზე პროგრამა „ვესტნიკის“ წამყვანი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992 წელს.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. 1996 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ბრძანებულება № 814-ის თანახმად საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საქართველის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თანამშრომელი მარკ რივკინი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით[1].
გარდაიცვალა 2019 წლის 31 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარკ რივკინი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარკი რივკინი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- 77 წლის ასაკში ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა 1tv.ge
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]