ნოდარ ჭითანავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ჭითანავა
Chitanava-004.jpg
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1935
სოფელი ჭკადუაში, სამეგრელო
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი პარტიული სკოლა.
საქმიანობა ეკონომისტი

ნოდარ ამბროსის ძე ჭითანავა (დ. 10 მარტი, 1935[1], სოფ. ჭკადუაში) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. სკკპ-ს წევრი 1990-1991 წელი, 1958 წლიდან პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1968 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი პარტიული სკოლა. 1959 წლიდან მოყოლებული კომკავშირული და პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული. 1973-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ აჭარის რეგიონული კომიტეტის მეორე მდივნად. 1974-1979 წლებში — საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1979-1985 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1985-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1989-1990 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.[2] სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მე-10 და მე-11 მოწვევის დეპუტატი. 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]