რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1939 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი |
რუსუდან ბერიძე (დ. 20 აგვისტო, 1939, ოზურგეთი) — ქართველი მათემატიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ქალაქ ოზურგეთში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
1965 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.
არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ღირსების ორდენი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალგებრა და გეომეტრია : მეთოდ. მითითებები კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი), თბ.: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988, 83 გვ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რუსუდან ბერიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რუსუდან ბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-10-17 საიტზე Wayback Machine.