ნოდარ წულეისკირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოდარ წულეისკირი
დაბადების თარიღი 5 მარტი 1932(1932-03-05)
დაბადების ადგილი ბანძა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი 2015(2015-02-11) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus აფთრები

ნოდარ წულეისკირი (დ. 5 მარტი, 1932, სოფელი ბანძა, გეგეჭკორის რაიონი — გ. 11 თებერვალი, 2015) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოდარ წულეისკირი დაიბადა 1932 წლის 5 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“. 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ „დილას“ პასუხისმგებელ მდივნად, „ცისკრის“, „მნათობის“ განყოფილების გამგედ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად.

ნოდარ წულეისკირის რომანი „აფთრები“[1] იწერებოდა კომუნისტური რეჟიმის დროს. წერის პროცესში ამ რომანის სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი „მონანიება“.

1990 წლის ნოემბერში ნოდარ წულეისკირი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

ნოდარ წულეისკირი არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორია. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მტკვრის პირას გათეთრებული კაცები, მხატვრული ნარკვევები, თბ. საბჭ. მწერალი, 1961
  • თეთრი მთა, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1964
  • შეჩვევა, მოთხრობები, თბ. საბჭ. საქართველო, 1967
  • ორი უძილო ღამე, თბ. ნაკადული, 1967
  • თუთარჩელა, რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1971
  • რომანი და მოთხრობები, თბ. მერანი, 1973
  • მუხა, ვაზი და საქონელი, მხატვრული ნარკვევი, თბ. ნაკადული, 1974
  • ზესნახე, რომანი, თბ. მერანი, 1976
  • სისატურა, მოთხრობები, ნოველები, თბ. საბჭ. საქართველო, 1983
  • წიაქას და თავხანხალას საკვირველი ამბავი, მოთხრობა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. თბ. ნაკადული, 1984
  • ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი, რომანი, თბ. მერანი, 1985
  • მთისა და ბარისა, წერილები და ნარკვევები, თბ. მერანი, 1987
  • მურიკელა ღრრრ, მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1987
  • ძველი სამრეკლო, მოთხრობები; რომანი, თბ. საბჭ. საქართველო, 1987
  • ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი, ისტორიული მოთხრობა, თბ. მერანი, 1988
  • დავით აღმაშენებლის ქვა, მოთხრობები და რომანი, თბ. ნაკადული, 1990
  • ბრძოლა სატანასთან, წერილები, სიტყვები, აკრძალული, თვითგამოცემებით გავრცელებული წერილები და სიტყვები, პოლემიკა, თბ. მერანი, 1990
  • აფთრები, რომანი, თბ. სამშობლო ფორტე, 1995
  • ოცი წელი წერაქვში, ჩანაწერები, ინტელექტი, 2013 - ISBN 978-9941-44-65-6-6

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1965 — „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“[2]
  • 1974 — „საჰაერო ხიდი“[3]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008 — ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 1958 — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]