თამაზ კვაჭანტირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამაზ კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1940(1940-06-07)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 2021(2021-08-15)[1] (81 წლის)
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და რუსთაველის პრემია

თამაზ კვაჭანტირაძე (დ. 7 ივნისი, 1940, თბილისი, — გ. 15 აგვისტო, 2021) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის — „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“.

ავტორი წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მსგავსებითი შედარება ქართულში“, დაიცვა 1978 წელს.გარდაიცვალა 2021წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, წევრი (1977-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]