შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ყაველაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
საქართველო საქართველოს მე-6 პრეზიდენტი საქართველო
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 დეკემბერი,2024
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე
წინამორბედისალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი 2020 – 29 დეკემბერი 2024

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი 2016  – 11 დეკემბერი 2020

მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიახალხის ძალა
პროფესიაფეხბურთელი, პოლიტიკოსი
რელიგიაქრისტიანი
საიტიpresident.ge
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ ყაველაშვილი
დაბადების
თარიღი
22 ივლისი, 1971 (1971-07-22) (53 წლის)
დაბადების
ადგილი
ბოლნისი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1989–1991 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1988–1995 დინამო თბილისი 132 (80)
1994–1995   ალანია 24 (12)
1995–1997 მანჩესტერ სიტი 28 (3)
1997–1999   გრასჰოპერი 59 (20)
1999–2002 ციურიხი 81 (28)
2002–2003 ლუცერნი 25 (5)
2003–2004 სიონი 10 (6)
2004–2005 არაუ 16 (8)
2004   ალანია 7 (0)
2005–2006 ბაზელი 14 (4)
სულ 396 (166)
ეროვნული ნაკრები
1991–2002 საქართველო 46 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მიხეილ ყაველაშვილი (დ. 22 ივლისი, 1971, ბოლნისი) — ქართველი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 1991–2002 წლებში. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი 2024 წლის 29 დეკემბრიდან.[1][2]

საფეხბურთო კარიერა

საკლუბო

საკლუბო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, შემდეგ თბილისის „დინამოში“ განაგრძო თამაში, რომლის რიგებშიც ექვსჯერ (1990–1995) გახდა საქართველოს ჩემპიონი.[3]

1995 წელს ვლადიკავკაზის „სპარტაკ-ალანიაში“ გადაინაცვლა და იმავე წელს რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

1996–1997 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა. მანჩესტერული კლუბის შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში სამჯერ აიღო მეტოქეთა კარები.[4]

1997–1999 წლებში შვეიცარიული „გრასჰოპერის“ რიგებში განაგრძო გამოსვლა, რომლის მაისურით საერთო ჯამში შვეიცარიის სუპერლიგის 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა, ხოლო 1998 წელს კლუბთან ერთად შვეიცარიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

1999–2002 წლებში ასევე შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბ „ციურიხის“ შემადგენლობაში განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 81 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.

2002–2003 წლებში კვლავ შვეიცარიაში, ამჯერად საფეხბურთო კლუბ „ლუცერნის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 25 მატჩში ითამაშა და ხუთჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

ამის შემდეგ კიდევ სამი შვეიცარიული კლუბის — „სიონის“, „არაუს“ და „ბაზელის“ რიგებში გამოდიოდა,[5] სადაც დაასრულა კიდეც საკლუბო კარიერა, რომლის განმავლობაშიც საერთო ჯამში, ეროვნული ჩემპიონატების ფარგლებში 396 შეხვედრა ჩაატარა და 166 გოლი გაიტანა.

სანაკრებო

1991–2002 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 1991 წლის 2 ივლისს, მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ითამაშა. თავისი პირველი სანაკრებო გოლიც ამავე შეხვედრაში, მატჩის 88-ე წუთზე გაიტანა.[6]

ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოს 2002 წლის 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე.[7] საერთო ჯამში, ეროვნული გუნდის მაისურით 46 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.[8]

სანაკრებო სტატისტიკა

ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
საქართველო 1991 1 1
1992 1 0
1994 7 1
1995 4 0
1996 2 0
1997 5 1
1998 5 3
1999 4 1
2000 8 2
2001 7 0
2002 2 0
ჯამში 46 9

შემდგომი საქმიანობა

2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია. 2008 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთი“. 2009 წლიდან იყო საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2013–2014 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში. 2016 წელს მოიპოცა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2016 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი.

პოლიტიკური კარიერა

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო სახელით, თბილისის სანზონის მაჟორიტარული ოლქიდან.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო საარჩევნო ბლოკის სახელით, თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქიდან.

2024 წლის 20 მარტიდან იყო პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.

2024 წლის 27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.[9]

მიღწევები

საკლუბო

დინამო თბილისი
ალანია
გრასჰოპერი

ინდივიდუალური

  • 33 საუკეთესოთა სიაში: №1 – 1995

რესურსები ინტერნეტში

სოციალური ქსელები
Facebook
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFakts.ru Kicker.de · legioner.kulichki.com · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · RSSSF · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო