შინაარსზე გადასვლა

მამუკა მდინარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამუკა მდინარაძე
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1978 (1978-11-24) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

მამუკა მდინარაძე (დ. 24 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-2001 წლებში იყო შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტი სტაჟიორი. 1999-2006 წლებში იყო დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი. 2001-2004 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. 2004 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2007-2014 წლებში — სას „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. 2009 წელს დააფუძნდა (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრი“ და იყო მისი ხელმძღვანელი 2014 წლამდე. 2014-2016 წლებში იყო „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე. 2014 წელს იყო „ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 2014-2016 წლებში — საქართველოს პარალიმპიური ფონდის პრეზიდენტი. 2015 წელს დააფუძნა შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, 2016 წლამდე იყო მისი მმართველი პარტნიორი.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდი დიღმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 51,7% მიიღო (11 718 ხმა).[1] 2016-2019 წლებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2020-2024 წლებში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. 2024 წლის 21 თებერვლიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]

2021 წლის 7 აპრილს მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. [4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]