ეთერ ყაველაშვილი
იერსახე
ეთერ ყაველაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1948 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საშუალო–სპეციალური |
ეროვნება | ქართველი |
ეთერ ყაველაშვილი (დ. 25 მარტი, 1948) — ქართველი პოლიტიკოსი.
განათლება აქვს საშუალო-სპეციალური წიგნსაქონელმცოდნე. 1972 წლიდან მუშაობდა „საქწიგნში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).