პაატა ბარათაშვილი
პაატა ბარათაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1953 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პაატა ბარათაშვილი (დ. 1 იანვარი, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1970-1971 წლებში მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენის მუშად. 1975 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1977: „ესკულაპეს მოწაფე“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1977: „სინემა“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1984: „აქედანა და შენამდე“ რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1984: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარგის) ფარაჯანოვი
- 1986: „ჭიდაობას რა უნდა“ (ფრანგი ექიმი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
- 1988: „ვამეხი მოდია (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“ (ახმახი) რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი
- 1992: „ოქროს ობობა“ (კვაჩახია) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაატა ბარათაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პაატა ბარათაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- პაატა ბარათაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- პაატა ბარათაშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
|