თამაზ ობგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ობგაძე
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1955 (1955-04-05) (65 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

თამაზ ობგაძე (დ. 5 აპრილი, 1955) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1980 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის, ამავე აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის, რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის, სახელმწიფო სახმშენის წყალთა მეურნეობის თბილისის განყოფილების, ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, ლაბორანტ-სტაჟორი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.

მერაბ კოსტავას საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]