შოთა გაფრინდაშვილი
იერსახე
| შოთა გაფრინდაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 12 მაისი, 1959 |
| დაბადების ადგილი |
ჭიათურა, |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
შოთა გაფრინდაშვილი (დ. 12 მაისი, 1959, ქ. ჭიათურა) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი.
1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1976 წლიდან „ჭიათურმანგანუმის“ შუქრუთის მაღაროთა სამმართელოს მუშა, 1987 წლიდან ქ. ჭიათურის სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარე. 1987-1993 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ჭიათურის საარჩევნო ოლქი, საქართველოს სახალხო ფრონტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოთა გაფრინდაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა გაფრინდაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი