შინაარსზე გადასვლა

ვაჟა ჩიტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟა ჩიტაშვილი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1963 (1963-02-10) (61 წლის)
დაბადების ადგილი ვალე, ახალციხის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა
ეროვნება ქართველი

ვაჟა ჩიტაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1963, ვალე, ახალციხის რაიონი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

დაიბადა 1963 წლის 10 თებერვალს. დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1984-1985 წლებში იყო ვალეს მახარაძის სახელობის კოლმეურნეობის წევრი. 1985-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2004-2008 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე, განყოფილების უფროსი. 2008 წელს იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამავე წელს იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი. 2008-2012 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალციხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმების 24,22% (12981) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]