მერაბ კიკნაძე
იერსახე
მერაბ კიკნაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 მაისი, 1953 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
მერაბ კიკნაძე (დ. 9 მაისი, 1953) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი. 1976-1977 წლებში იყო მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი, 1978 წლიდან იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).