დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში.[1] 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი. 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ის გენერალური დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისისა და წალკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.