თეიმურაზ გვანცელაძე
| თეიმურაზ გვანცელაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 27 სექტემბერი, 1951 |
| დაბადების ადგილი |
მუხიანი, წყალტუბოს რაიონი, |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ეროვნება | ქართველი |
თეიმურაზ გვანცელაძე (დ. 27 სექტემბერი, 1951, სოფ. მუხიანი, წყალტუბოს რაიონი) — ქართველი ენათმეცნიერი-კავკასიოლოგი, აფხაზური, აბაზური და ქართული ენების მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1982), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997). პროფესორი (2000). აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს დაამთავრა ქუთაისის N4 საშუალო სკოლა. 1969-1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილების სტუდენტი. 1974-1978 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი აფხაზური და აბაზური ენების სპეციალობით, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო აკადემოსი ქეთევან ლომთათიძე. 1977-2009 წლებში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილებაში, ჯერ უმცროს, მერე უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნებათშორის ურთიერთობათა ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1986 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად და პროფესორად, რომელიც შემდგომში გახდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1998-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მიწვეული პროფესორი. 1998 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ქართული ენის კათედრის პროფესორად. 2006-2009 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი. 2008-2017 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ინიციატივით დაარსებული აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი. 2010 წელს იმუშავა ჯერ საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორად, შემდეგ კი რექტორად. 2017 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი აფხაზური ფილოლოგიის მიმართულებით. 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენატმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
დისერტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების ძირითადი პრინციპები აფხაზურსა და აბაზურ ენებში“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
- 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აფხაზეთის ისტორიოგრაფიის ლინგვისტური საფუძვლები“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
- 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
პედაგოგიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974-1975 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონის სოფელ ქსნის საღამოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
1986 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში (ინსტიტუტის აფხაზ სტუდენტთა ჯგუფს ასწავლიდა აფხაზურ ენას), თსუ სოხუმის ფილიალში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და ა.შ.
2006-2008 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლინგვისტიკის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, 2006-2009 წლებში — თსუ კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიოლოგიის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი, ხოლო 2009 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი არასაბჭოური, დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად საარჩევნო ბლოკი — „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, (იყო ეროვნული ერთიანობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა ქვეკომისიის წევრი). 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიუროს კურატორად (აფხაზეთის მიმართულებით).
2000 წელს აირჩიეს აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია) ნამდვილ წევრად.
სამეცნიერო ინტერესების სფეროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეიმურაზ გვანცელაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროებია:
- აფხაზური, აბაზური და ქართული ენების სტრუქტურის, ისტორიისა და ფუნქციონირების კვლევა;
- ლინგვისტური კავკასიოლოგია;
- თეორიული ენათმეცნიერება სოციოლინგვისტიკისა და ლინგვოკულტუროლოგიის ჩათვლით;
- აფხაზურ–აბაზური ფოლკლორი;
- აფხაზური ლიტერატურის ისტორია;
- ისტორიოგრაფიის ლინგვისტიკა;
- წყაროთმცოდნეობა.
2003 წელს მოიპოვა იუნესკოს გრანტი და ამ გრანტის საფუძველზე შეადგინა და გამოსცა ორტომეული „აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის“ (ტ.1: აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა (დაწერილია ქართულად) და აფხაზურ-ქართული ლექსიკონი; ტ.2: ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (დაწერილია აფხაზურ ენაზე) და ქართულ-აფხაზური ლექსიკონი). ორტომეულს იუნესკოს საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვნელმა პოლ ჰექტორმა უნიკალური და მსოფლიოს კონფლიქტური რეგიონებისათვის სანიმუშო ნაშრომი უწოდა. 2011 წელს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „ადრეული რეაგირებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმის“ გრანტის საფუძველზე მისი ხელმძღვანელობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტში დამუშავდა პროექტი „აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობის კვლევა“. იყო ლუნდისა და მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტების ბაზაზე დამუშავებული რამდენიმე კვლევითი პროექტის მონაწილე.
თეიმურაზ გვანცელაძის ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია: მანანა ბუკიასი (1999), მაკა სალიასი (2003), ლეილა ავიძბასი (2012), ხატია კაკავასი (2012), თამარ გითოლენდიასი (2014), სოფიო კეკუასი (2017), სოფიკო ჭაავასი (2019) და იამზე ფუტკარაძისა (2020).
არის იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2004) და გამგეობის თავმჯდომარე.
საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, პოლონეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, თურქეთში დღემდე გამოქვეყნებული აქვს 422 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, აფხაზურ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, უკრაინულ ენებზე. ამ ნაშრომთაგან 34 წიგნი და ბროშურაა, ასევე ელექტრონული სასწავლო რესურსები.
მისი მონაწილეობით ჩაწერილია 33 ვიდეოლექცია აფხაზოლოგიის, კავკასიოლოგიის, ქართველოლოგიის აქტუალურ საკითხთა შესახებ.
თეიმურაზ გვანცელაძე თარგმნის აფხაზური და აბაზური ენებიდან.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თ. გვანცელაძის სამეცნიერო პუბლიკაციების ნაწილი (მონოგრაფიები, ბროშურები, წყაროთა პუბლიკაციები და თარგმნილი ლიტერატურა):
- სერგეი ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის. აფხაზურიდან თარგმნეს ა. არაბულმა და თ. გვანცელაძემ. თბ. 1988;
- ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების ძირითადი პრინციპები აფხაზურსა და აბაზურ ენებში. თბ., 1991;
- ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებანი სიმფონია-ლექსიკონითურთ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, სიმფონია-ლექსიკონი შეადგინეს და წინასიტყვაობა დაურთეს ა. არაბულმა, თ. გვანცელაძემ, და ა.ლომთაძემ. თბ., 1996;
- ნიკოლოზ ბარათაშვილი. თხზულებანი სიმფონია-ლექსიკონითურთ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, სიმფონია-ლექსიკონი შეადგინეს და წინასიტყვაობა დაურთეს ა. არაბულმა, თ. გვანცელაძემ, და ა.ლომთაძემ. თბ., 1996;
- აფხაზეთთან დაკავშირებული ჩანართები ჯუანშერის მატიანის ტექსტში. თბ., 1997;
- მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბ., 2000;
- აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის. ტ.1. აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა (ქართულ ენაზე) და აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. თბ. 2003;
- აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის.ტ.2: ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა (აფხაზურ ენაზე) და ქართულ-აფხაზური ლექსიკონი. თბ. 2003;
- აბაზური ფოლკლორი. პწკარედული თარგმანი აბაზურიდან თ. გვანცელაძისა. თბ., 2003;
- ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში. თბ., 2006;
- თეუცვაჟ ყატი. ჩერქეზის საქართველო. რუსულიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და მ. ტაბიძემ. თბ., 2007;
- აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის ლინგვისტური საფუძვლები. თბ., 2008;
- აბაზური ფოლკლორი. პწკარედული თარგმანი აბაზურიდან თ. გვანცელაძისა.კრებულში: "კავკასიის ხალხთა ფოლკლორი". თბ., 2008;
- ქართულ-აფხაზურ ლინგვოკულტურულ ურთიერთობათა ისტორია.1.აკაკი წერეთლის "გამზრდელი". დამხმარე სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. პოემის ქართული ტექსტი დიმიტრი გულიასეული აფხაზური თარგმანითურთ გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაურთო და აფხაზურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი შეადგინა თ. გვანცელაძემ. თბ., 2008;
- Лингвистические основы этнической истории Абхазии: основные проблемы. Тбилиси, 2009;
- Отрицательные формы глагола в абхазском и абазинском языках. Тбилиси, 2010;
- ქართულ-აფხაზურ ლინგვოკულტურულ ურთიერთობათა ისტორია.1.აკაკი წერეთლის "გამზრდელი". დამხმარე სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. პოემის ქართული ტექსტი დიმიტრი გულიასეული აფხაზური თარგმანითურთ გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა დაურთო, აფხაზურ-ქართული და ქართულ–აფხაზური სასწავლო ლექსიკონები შეადგინა თ. გვანცელაძემ. მეორე გამოცემა. თბ., 2010;
- აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა იდენტობა.1. თბ., 2011 (თანაავტორი – მანანა ტაბიძე);
- Основные аспекты идентности абхазов, живущих в Аджарии. Тбилиси, 2011 (თანაავტორები: მანანა ტაბიძე, თამარ გითოლენდია, სოფიკო ჭაავა);
- Basic Aspects of Identity of the Abkhazians Living in Ajaria. Tbilisi, 2011 (თანაავტორები: მანანა ტაბიძე, თამარ გითოლენდია, სოფიკო ჭაავა);
- აფხაზური ენა. სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება. თბ., 2011;
- აფხაზურ–ქართული ლექსიკონი. თბ., 2012;
- ქართულ–აფხაზური ლექსიკონი. თბ., 2012;
- უპირველესი... დიმიტრი გულია. ლექსები და შაირები. რეპრინტული გამოცემა ეძღვნება აფხაზური მხატვრული ლიტერატურის შექმნის 100 წლისთავს. თბ., 2012 (აფხაზურ ენაზე, წინასიტყვაობა აფხაზურ და ქართულ ენებზე).აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი. ვლადიმერ რომანოვი. აბაზური ლექსიკონი. ლექსიკონის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, აფხაზური დიალექტური ფორმები აღადგინა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი. თბილისი, 2013, 283 გვ. (205 + დანართი გვ. 78).აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი. ვლადიმერ რომანოვი. აბაზური ლექსიკონი. ლექსიკონის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, აფხაზური დიალექტური ფორმები აღადგინა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი. გამომცემლობა “ნეკერი”. თბილისი, 2014, გვ. 156. მეორე შევსებული გამოცემა. დაიბეჭდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
- ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (ონლაინ-ლექსიკონი).
- აფხაზური ენის ელექტრონული სასწავლო პროგრამა. თბილისი, 2015, კომპაქტური დისკი (თანაავტორი - თ. გითოლენდია).
- აფხაზური ენა დამწყებთათვის. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2018, გვ. 140 (თანაავტორები - რიტა ამიჭბა-მარღანია, ირმა ოსია-კინწურაშვილი).
- აფხაზურ-ქართული ლექსიკონი. მეორე გამოცემა. გამომც. „ინტელექტი“. თბილისი, 2019, გვ. 236
- ქართულ-აფხაზური ლექსიკონი. მეორე გამოცემა. გამომც. „ინტელექტი“, თბილისი, 2019, გვ. 260
- კავკასიოლოგიის შესავალი. სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის, პირველი გამოცემა. „უნივერსალი“, თბილისი, 2019, გვ. 188 (თანაავტორი - გ. გვანცელაძე).
- ქართული ლიტერატურა აფხაზურ ენაზე: აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელი“; ლეო ქიაჩელის მცირე რომანი „ჰაკი აძბა“. „უნივერსალი“, თბილისი, 2019, გვ. 134
- დამწერლობის ისტორია. სახელმძღვანელო სტუდენტთათვის. გამომც. „უნივერსალი“, თბილისი, 2020, გვ. 182 (თანაავტორი - გ. გვანცელაძე).
- აფხაზური ენა: წარსული, აწმყო და... (ეკოლინგვისტური და სოციოლინგვისტური ანალიზი). გამომც. „სამშობლო“, თბილისი, 2021, გვ. 446. ISBN 978-9941-9771-0-7 (თანაავტორი - ს. ჭაავა).
- აფხაზური ზღაპრები. აფხაზურიდან თარგმნა თეიმურაზ გვანცელაძემ. გამომც. „უნივერსალი“, თბილისი, 2022, გვ. 224
- ენათა შერწყმის ბოლშევიკური კონცეფცია და ენობრივი პოლიტიკა 30-იანი წლების აფხაზეთში. თბილისი, „უნივერსალი“, 2024, გვ. 432 (თანაავტორები: გ. გვანცელაძე, ს. ჭაავა, მ. ხობელია).
- Bolshevik Concept of Language fusion and Language Policy in Abkhazia (1930’s). Tbilisi, Publishing House Universal, 360 p., (თანაავტორები: გ. გვანცელაძე, ს. ჭაავა, მ. ხობელია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (ინდივიდუალური) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები. გვ. 3-4-5.[მკვდარი ბმული]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეიმურაზ გვანცელაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თეიმურაზ გვანცელაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- თეიმურაზ გვანცელაძე: „აფხაზური სამწიგნობრო ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიიდან“
- ინტერვიუ თეიმურაზ გვანცელაძესთან (24.01.2014)
- Теимураз Гванцеладзе: «Из истории перехода абхазского книжного языка на грузинскую графику»