დემურ ბახტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დემურ ბახტაძე
დაბადების თარიღი 6 აპრილი, 1939 (1939-04-06) (81 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დემურ ბახტაძე (დ. 6 აპრილი, 1939, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და 1972 წელს კი ასპირანტურა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სოციალ–დემოკრატიული პარტია“. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე. მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]