შინაარსზე გადასვლა

სერგო რიგვავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიგვავა.
სერგო რიგვავა
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1927
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 2013 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
მეუღლე/ები ვიქტორია (ვიკა) სირაძე

სერგო (სერგი) [1]რიგვავა (დ. 17 აპრილი, 1927, გალი — გ. 13 ნოემბერი, 2013) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV და VII მოწვევის დეპუტატი. საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

1957 წელს დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1944-1956 წლებში იყო საქართველოს ალკკ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი. 1956 წლიდან საქართველოს კპ თბილისის ვაკის რაიკომის განყოფილების გამგე, საქართველოს ზოოტექნიკურ-სასწავლებლის კვლევითი ინსტიტუტის პარტკომის მდივანი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი, საქართველოს კპ თბილისის მთაწმინდის რაიკომის მეორე, პირველი მდივანი, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, 1990 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კონტროლ-კომისიის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]