შალვა წინწალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა წინწალაშვილი
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1960 (1960-02-14) (64 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

შალვა წინწალაშვილი (დ. 14 თებერვალი, 1960) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს იყო აღნიშნული უნივერსიტეტის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, გურჯაანის აგურის ქარხნის ცვლის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ექსპერტ-ქიმიკოსი, „საქსოფლქიმიის“ გურჯაანის სარაიონო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]