აზერ სულეიმანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერ ასულეიმანოვი
Azər Süleymanov.jpg
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1967
დაბადების ადგილი მარნეული
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება აზერბაიჯანის ეკონომიკური ინსტიტუტი
ეროვნება აზერბაიჯანელი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლე/ები დიახ
შვილ(ებ)ი 3
marneuli.majoritarian.ge

აზერ სულეიმანოვი (დ. 27 ივლისი, 1967, მარნეული) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის (1999, 2008, 2012, 2016) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984-1991 წლებში მუშაობდა ცეკავშირის მარნეულის განყოფილების გასტრონომში გამყიდველად. 1992-1994 წლებში იყო სხვადასხვა მაღაზიების გამგე. 1995-1997 წლებში მუშაობდა „მარნეულის სამომხმარებლო საზოგადოებაში“ ეკონომისტად. 1997 წელს მუშაობდა დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე. 2008 წელს კვლავ გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, აირჩიეს რა მარნეულის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად. 2016 წლიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]