ნუგზარ კვაჭაძე
ნუგზარ კვაჭაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 აპრილი, 1942 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ნუგზარ კვაჭაძე (დ. 13 აპრილი, 1942) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1965-1979 წლებში იყო ნავთლუღის საქმთავარენერგოს ელექტროსადგურის მორიგე ელექტრიკოსი, მაღალი ძაბვის ელექტროქვესადგურების ჯგუფის უფროსი, 1980 წლიდან იყო საქმთავარენერგოს საბურთალო-I-ის ელექტროქვესადგურების ჯგუფის უფროსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მერაბ კოსტავას საზოგადოება“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნუგზარ კვაჭაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა)
- ნუგზარ კვაჭაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
|