აკაკი ძიძიგური
აკაკი ძიძიგური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 აგვისტო, 1914[1] |
დაბ. ადგილი | მათხოჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 8 აპრილი, 1997 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
საქართველო სსრკ |
საქმიანობა | ჟურნალისტი და პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
შვილ(ებ)ი | მედეა ძიძიგური |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი[2] , საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე |
აკაკი ვარლამის ძე ძიძიგური (დ. 13 აგვისტო, 1914, სოფ. მათხოჯი, ხონის რაიონი — გ. 8 აპრილი, 1997) — ქართველი ჟურნალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის კონსერვატორია. შრომითი საქმიანობა პედაგოგობით დაიწყო. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი „ოქროს ფონდი“. 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორობა. იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. 1962 წელს ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორია, 1974–1984 წლებში სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს“ მთავარი რედაქტორი. 1984–1997 წლებში იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მრავალი პუბლიცისტური ნაშრომის, წერილის თუ გადაცემის ავტორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 958, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკაკი ძიძიგური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აკაკი ძიძიგური — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
|
- დაბადებული 13 აგვისტო
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 8 აპრილი
- გარდაცვლილი 1997
- თბილისში გარდაცვლილები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ქართველი ჟურნალისტები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1996)
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- საქართველოს რესპუბლიკის I მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები