ელენე ხოშტარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენე ხოშტარია
დაბ. თარიღი 18 ნოემბერი, 1979 (1979-11-18) (39 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია „ევროპული საქართველო“
საქმიანობა პოლიტილოგი, პოლიტიკოსი

ელენე ხოშტარია (დ. 18 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1979 წლის 18 ნოემბერს. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. 2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის გრუპის“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წლიდან იგი საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე. 2004-2006 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2007-2012 წლებში — სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ვროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, მიიღო 28 411 ხმა და დაიკავა მეხუთე ადგილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]