შინაარსზე გადასვლა

რევაზ ადამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამია.
რევაზ ადამია
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1952
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 2014 (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი ავსტრია
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

რევაზ ადამია (დ. 20 ივლისი 1952, თბილისი — გ. 4 მარტი, 2014) — ქართველი ბიოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

1974 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1974 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: 1974-1979 წლებში იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბაქტერიოფაგი“ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1979-1982 წლებში იყო უფროსი მეცნიერ თანამშრომლი. 1982-1988 წლებში იყო სექტორის ხელმძღვანელი, ხოლო 1988 წლიდან ლაბორატორიის უფროსი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია“. 1993-1995 წლებში რევაზ ადამია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის მდივანი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარული), საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი .

1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2001 წლებში არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 1992-2001 წლებში რევაზ ადამია იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წამყვანი წევრი და 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 2002-2006 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]