ბორის კაკუბავა
ბორის კაკუბავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1939 |
დაბადების ადგილი | ოქუმი, გალის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | უკრაინის სასოფლო-სამეურნეო აკადემია |
ეროვნება | ქართველი |
ბორის კაკუბავა (დ. 3 მარტი, 1939, სოფელი ოქუმი, გალის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი.
1970 წელს დაამთავრა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. 1958 - 1961 წლებში იყო მეცხოველეობის ფერმის გამგე. 1961 - 1962 წლებში იყო უკრაინის სასოფლო მეურნეობის აკადემიის სტუდენტი. 1962 - 1966 წლებში იყო საბჭოთა არმიის რიგებში. 1970 - 1971 წლებში იყო პარტიის ქალაქკომის საორგანიზაციო გან-ის ინსტრუქტორი. 1971 - 1972 წლებში იყო სოფლის მეურნეობის ზოოტექნიკოსი. 1972-1974 წლებში იყო სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის დირექტორი. 1974 - 1976 წლებში იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე. 1976 - 1978 წლებში იყო სოხუმის ხორცკომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი, ვეტტექნიკოსი. 1989-1991 წლებში იყო სოხუმის ხორცკომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება “. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი აფხაზეთის არ-დან. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორის კაკუბავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბორის კაკუბავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბორის კაკუბავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევა)
|
|