როსტომ დოლიძე
როსტომ დოლიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1939 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველო, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | მაისი, 2010 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
როსტომ დოლიძე (დ. 23 იანვარი, 1939, ბათუმი — გ. მაისი, 2010) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
1967 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი. 1957-1960 წლებში იყო მუშა, გემთმშენებელი ქარხანაში. 1967-1971 წლებში იყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ინჟინერ-ეკონომისტი, საწარმოო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, პარტკომის მდივანი. 1971-1974 წლებში იყო ბათუმის პარტიის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი. 1974-1984 წლებში იყო ბათუმის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1984-1990 წლებში იყო ქ. ბათუმის მერი. ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთგზის დეპუტატი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როსტომ დოლიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როსტომ დოლიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
|