ნიკოლოზ ლალიაშვილი
Jump to navigation
Jump to search
ნიკოლოზ ლალიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1973 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ნიკოლოზ ლალიაშვილი (დ. 17 დეკემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი „ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი“. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. 2019 წელს ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლიდან „იმედის“ გენერალური დირექტორია. 1997-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მიღებული აქვს სამხედრო წოდება „პოლკოვნიკი“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნიკოლოზ ლალიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკოლოზ ლალიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი