სვეტლანა კუდბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტლანა კუდბა
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1952 (1952-05-15) (71 წლის)
დაბადების ადგილი შუახევი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება აჭარის პროფსაბჭოს სახალხო უნივერსიტეტი, თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი

სვეტლანა კუდბა (დ. 15 მაისი, 1952, შუახევი) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვეტლანა კუდბა დაიბადა 1952 წლის 15 მაისს. მან დაამთავრა დაამთავრა აჭარის პროფსაბჭოს სახალხო უნივერსიტეტის და თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები. 1974–1980 წლებში იგი იყო სსმკ №N5 საქსოფმონტაჟკომპლექტის გაერთიანების კადრების ინსპექტორი. 1980–1989 წლებში იგი იყო აჭარის „სსუ კურორტმშენის“ ტრესტი. 1989–1990 წლებში იგი იყო საქმის მწარმოებელი ბათუმის ღვინის ქარხანაში. 1990–1991 წლებში იგი იყო ბათუმის სანტექმონტაჟის უბანს, ტრესტი, „საქსანტექმონტაჟი“-ს მოლარე-საქმის მწარმოებელი. 1994–2005 წლებში იგი იყო ეპს — მ. დ. ფირმა „სათნოების სასახლე“-ს ფირმის ხელმძღვანელი. 2001 წლიდან იგი არის „წმინდა ნინოსა და წმინდა ფრანჩესკოს სახ. საქველმოქმედო ფონდი“-ს თავმჯდომარე. 2012–2016 წლებში იგი იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]