დიმიტრი ცქიტიშვილი
დიმიტრი ცქიტიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ივლისი, 1975 |
დაბ. ადგილი | საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე) დამოუკიდებელი |
საქმიანობა | დიპლომატი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი |
დიმიტრი ცქიტიშვილი (დ. 24 ივლისი, 1975) — ქართველი ეკონომისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1975 წლის 24 ივლისს, დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, შემდეგ კი — ვაიომინგის უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტის სპეციალობით. 1990-1991 წლებში იყო ა/კ რკინიგზის თბილისის განყოფილების აკად ე.კ. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ახალშობილთა პალატის სანიტარი. 1998-2012 წლებში — საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი, პრეზიდენტი და სამეთვალყურეო კომისიის პრეზიდენტი. 1998-2004 წლებში იყო დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი. 2005 წელს — საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტის, დსთ-ს სამმართველოს მესამე მდივანი. 2005-2006 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი. 2008-2012 წლებში იყო ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი. 2012 წელს — პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრ ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტი. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრ პარტიული სიით. 2019 წლის ნოემბერში დატოვა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი