გიორგი გოზალიშვილი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გოზალიშვილი
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1954 (1954-10-24) (69 წლის)
დაბადების ადგილი ლაგოდეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

გიორგი გოზალიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1954, ლაგოდეხი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და ორდინატურა 1980 წელს. 1979-1980 წლებში თბილისის პირველი საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი. 1980-1994 წლებში ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფო, ექიმი თერაპევტი, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი. 1994-1998 წლებში შრომის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კახეთის სამხარეო ცენტრის დირექტორი, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე. 1998-2001 წლებში ლაგოდეხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. 2001-2004 წლებში კახეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2007 წლებში „შპს ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვა“ – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში „შპს ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვა“ – დირექტორის მოადგილე. 2008-2010 წლებში იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მოგვიანებით კი გამგებელი. 2010-2012 წლებში – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლაგოდეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]